საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი ხმაურიანი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა!
დეიან სტანოევიჩის გუნდმა მეტოქეს პენალტების სერიაში აჯობა. პირველი პერიოდი საქართველომ 4:2 მოიგო, მომდევნო ორი მეოთხედი ერთნაირი ანგარიშით 2:3 წააგო, ხოლო ბოლო პერიოდში ფრე დაფიქსირდა - 3:3.
ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა 12:11 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში ავსტრალიას და სერბეთს მოუგეს, ხოლო ესპანეთთან, საბერძნეთსა და მონტენეგროსთან წააგეს.
საქართველო - სერბეთი 23:22 (4:2, 2:3, 2:3, 3:3 პენ: 12:11)