„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Goal Italia-ს ვერსიით 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ნაკრებში მოხვდა.
„სერია A-ს ჩემპიონატის დომინანტ „ნაპოლის“ შემადგენლობიდან ქართველის შოკისმომგვრელი ძალა სიახლე აღარ არის. კვარაცხელია „ატალანტასთან“ ანგარიში შედევრალური გოლით გახსნა, მას შემდეგ, რაც მთელი დაცვის სასაცილო მდგომარეობაში ჩაგდება მოახერხა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.