ფეხბურთი

11:16 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოლ მერსონი: „ედეგორი ახლა პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველია“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა, ჟურნალისტებს„არსენალის“ ნორვეგიელი ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ედეგორი ახლა პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველია. მას უფრო მეტი გავლენა აქვს „არსენალში,“ ვიდრე დე ბრუინს „მანჩესტერ სიტიში.“ დღეს მარტინი ნომერ პირველია.

არ ვამბობ, რომ ის დე ბრუინზე უკეთესი ფეხბურთელია. მაგრამ ახლა ედეგორი უფრო მეტ გავლენას ახდენს გუნდის თამაშზე.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.

ინგლისის პრემიერლიგის 27 მატჩში „არსენალმა“ 66 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

მარტინ ედეგორმა მიმდინარე სეზონში ლონდონურ კლუბში 26 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი 28 მარტს ბათუმში ჩამოვა და ნორვეგიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

0.114516