საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ტურის მატჩი ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა საბერძნეთის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 7:17 დამარცხდა. ბერძნებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს, მაგრამ გარდამტეხი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც საბერძნეთმა 6:1 მოიგო და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა.
საქართველოს ნაკრებმა წინა ტურებში ავსტრალიას მოუგო, მონტენეგროსთან, ესპანეთსა და საბერძნეთთან დამარცხდა. შედეგად, 1 მოგებით და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 14 მარტს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ჯგუფში 6 ნაკრებია და სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა.
საბერძნეთი - საქართველო 17:7 (3:2, 6:1, 3:2, 5:2)