უკრაინელი ჩოგბურთელი, ლესია ცურენკო ინდიან უელსის ტურნირზე ბელარუს არინა საბალენკას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ტურნირს უკვე ნაცნობი მიზეზის გამო ჩაეხსნა.
1/16 ფინალური მატჩის წინ, ცურენკომ განაცხადა, რომ პანიკური შეტევა ჰქონდა, ეს ყველაფერი, კი იმან გამოიწვია, რომ მატჩის წინ უკრაინელი ჩოგბურთელი WTA-ს აღმასრულებელ დირექტორს, სტივ საიმონს შეხვდა და ორგანიზაცია უკრაინელი ჩოგბურთელების მიმართ მინიმალური დახმარების შეთავაზებაში დაადანაშაულა:
„სრულიად შოკირებული ვიყავი იმით, რაც მოვისმინე. მენტალურად დიდი ტრავმა მივიღე. მან საუბარში მითხრა, რომ ომს მხარს არ უჭერს, მაგრამ თუ მოთამაშეები, რუსეთიდან და ბელარუსიდან ამას მხარს დაუჭერენ, ესეგი ეს მათი მოსაზრებაა და ამან მე არ უნდა გამაღიზიანოს“ - განაცხადა ცურენკომ Great Tennis Ukraine-სთან საუბარში.
33 წლის ჩოგბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ საიმონის აზრით, რუსმა და ბელარუსმა ჩოგბურთელებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზეც უნდა მიიღონ მონაწილეობა:
„ამ ყველაფრის მოსმენის შემდგომ, ჩემთვის ძალიან რთული გახდა ის, რომ ძალები მომეკრიბა და მეთამაშა. პანიკური შეტევა მქონდა და კორტზე გასვლა ვერ მოვახერხე“
ამ ფაქტის შედეგად, ინდიან უელსის ტურნირის 1/16 ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა გავიდა, რომელიც ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვას დაუპირისპირდება.