ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ფაბიო კანავარომ Il Mattino-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ პროგრესზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
„ის ფენომენია. თუ მას ბურთის მიღების საშუალებას მისცემ, გაგანადგურებს. დღევანდელ ფეხბურთში მისი შეჩერება შეუძლებელია. თუ ტრუსებზე ეცდები მოქაჩვას, ვერ შეეხები, თუ მაისურზე მოქაჩავ, გაგაფრხილებენ. მარადონას წინააღმდეგაც ასე თამაშობდნენ.
გუნდში ოსიმენს, კვარას და ლობოტკას ძალიან დიდი როლი აქვთ, თუმცა ჩემთვის ყველაზე მეტად შეუცვლელი დი ლორენცოა. „ატალანტასთან“ მატჩის შემდგომ სპალეტისთან ერთად ვიყავი და მას ვუთხარი, რომ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ყველა მატჩს მაღალ დონეზე ჩაატარებს.“ - განაცხადა კანავარომ.
„ატალანტასთან“ გამართულ შეხვედრას ფაბიო კანავარო ძმასთან ერთად დაესწრო და კვარაცხელიას ბრწყინვალებაში კიდევ ერთხელ, სწორედ იქ დარწმუნდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.