ჭიდაობა

14:47 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დღეს U23 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე დაიწყებენ ასპარეზობას

დღეს ბუქარესტში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ქართველი მოჭიდავეები საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას.



ქართველმა ახალგაზრდებმა გასულ ტურნირზე, 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და პირველი ადგილი დაიკავეს საერთო გუნდურ ჩათვლაში, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ქართველი მოჭიდავეები წელსაც დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

დღეს საქმეში 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება. ხალიჩაზე 55 კგ-ში გიორგი თოხაძე, 63 კგ-ში გიორგი შოთაძე, 77 კგ-ში ხვიჩა ანანიძე, 87 კგ-ში აჩიკო ბოლქვაძე, 130 კგ-ში კი გიორგი ცოფურაშვილი გამოვლენ. ნახევარფინალები 20:30 საათზე გაიმართება.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ - გიორგი თოხაძე
60 კგ - დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ - გიორგი შოთაძე
67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ - გიორგი ჩხიკვაძე
77 კგ - ხვიჩა ანანიძე
82 კგ - საბა მამალაძე
87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე
97 კგ - ლაშა ტვილდიანი
130 კგ - გიორგი ცოფურაშვილი

0.124899