ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. „ბრედფორდის“ მეკარემ, ჰარი ლუისმა „ნიუპორტის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ბურთი ხელებში საჯარიმოს გარეთ აიღო, თუმცა წითელ ბარათს გადაურჩა.
საქმე ის არის, რომ ამ შეხვედრამდე „როდნი ფარეიდის“ სტადიონზე, სარაგბო გუნდი, „დრაგონსი“ თამაშობდა და რაგბის სტადიონის ნიშნები ჯერ კიდევ არ იყო წაშლილი. ლუისს რაგბის ხაზი საჯარიმო მოედანი ეგონა და ბურთი ამაყად დაიჭირა ხელში, თუმცა აღმოჩნდა, რომ საკუთარი საჯარიმოდან საკმაოდ შორს ყოფილა.
„ნიუპორტის“ ფეხბურთელები მეტოქე გუნდის მეკარის გაძევებას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა ის მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა. „ბრედფორდმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, მეორე ნახევარში კი „ნიუპორტმა“ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.