23:59 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

Sassuolonews: “სასუოლოს რადარზე მექვაბიშვილი და მოისწრაფიშვილი გამოჩდნენ“

იტალიური ვებგვერდის, Sassuolonews-ის ინფორმაციით, გუნდის რადარზე „დინამო თბილისის“ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი გამოჩნდა.



როგორც ვებ-გვერდი იუწყება, მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა გუნდი მაქსიმ ლოპესმა და დავიდე ფრატეზიმ დატოვონ. „სასუოლო“ მომდევნო სეზონისთვის ახალი პროექტის შედგენას იწყებს და მათ რადარზე ორი ქართველი ფეხბურთელიც გამოჩნდა. ქართველების მიმართ ასეთი დაინტერესება ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ნაჩვენებმა საოცარმა თამაშმა გამოიწვია.

21 წლის ანზორ მექვაბიშვილი ეროვნული ნაკრების წევრია. ის „დინამო თბილისის“ პირველი გუნდის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ჩატარებულ 87 მატჩში 6 გოლიც გაიტანა.

რაც შეეხება გიორგი მოისწრაფიშვილს, ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რანგში უკვე 49 თამაში ჩაატარა და 10 გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძე რამდენჯერმე დაუკავშირეს „უდინეზეს“. ამას დამატებული „სასუოლოს“ ამბავიც ნიშნავს იმას, რომ კვარაცხელიას კარგმა თამაშმა ქართველების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

0.111029