„ნაპოლისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ძალიან დიდ ძალას რომ წარმოადგენენ, ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. ისინი მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ გოლების 51%-ში არიან ჩართულები.
როგორც Opta იტყობინება, „ნაპოლის“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 84 გოლი აქვს გატანილი და 43 გოლში (51%) კვარაცხელია და ოსიმენი მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.