ფეხბურთი

1:25 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კვარაცხელიას ოსტატობამ მატჩი შეცვალა"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ნაპოლისთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშს დაცვა აკონტროლებდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ოსტატობამ და გოლმა ყველაფერი შეცვალა.

„კარში ბევრჯერ „ნაპოლიმაც“ ვერ დაარტყა. ეს იყო მატჩი, რომელსაც ორივე გუნდის დაცვა აკონტროლებდა. შემდეგ კვარას ოსტატობამ შეცვალა თამაში, როგორც ეს დიდ გუნდებთან ხდება. შეგვეძლო კონტრშეტევებზე უკეთ გვეთამაშა, მაგრამ ამ სულისკვეთებით თუ ვითამაშებთ, სეზონის კარგი ბოლო ნაწილი გვექნება.

„ნაპოლის“ შეუძლია გამარჯვებების ციკლის გახსნა, ეს არის კლუბი, რომელიც ინვესტიციას ახდენს და გაუმჯობესებას ცდილობს. სერია A-ს მოგება მას დამატებით ძალას მისცემს. ვფიქრობ, შეუძლიათ თავიანთი სათქმელი ჩემპიონთა ლიგაზეც თქვან, ჩემი აზრით, იქაც კარგი შანსი აქვთ“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, სერია A-ში 11 გოლით კვარაცხელია ლევან მჭედლიძეს დაეწია, ქართველი ფეხბურთელებიდან უფრო მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძეს აქვს გატანილი, მაგრამ ხვიჩა დიდი ალბათობით, მას ამ სეზონშივე გადაასწრებს.

0.11864