ფეხბურთი

0:18 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: “კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა“

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი შესანიშნავი გოლი გაიტანა და პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტის შექებაც დაიმსახურა:



„მინდა კვარაცხელია შევაქო მის მიერ ჩატარებული ხარისხიანი თამაშისთვის. ის საკუთარი მეკარისგან 1 მეტრში ორჯერ გამოჩნდა და ორივე შემთხვევაში ბურთის დაბრუნებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი წავიდა და მეტოქე გუნდის მეკარეს შეუქმნა საფრთხე. შემიძლია ვთქვა, რომ მან მარადონას დონის გოლი გაიტანა. მას ბურთთან შეხების ისეთი თვისება აქვს, საიდანაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ საით გააგრძელებს მოძრაობას. ის ბურთს ძალიან მცირე ინტერვალებში ეხება.

როდესაც ის სახეში გიყურებს და შემდეგ შენს მოსატყუებლად მიდის, უბრალოდ განადგურებული რჩები. კვარაცხელიას ერთი-ერთზე თამაშისას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, როგორც კი ზურგს შეაქცევ, მაშინვე „მკვდარი“ ხარ. ახლა შეიძლება მასთან შედარებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებიც შეაწუხოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, სერია A-ში 11 გოლით კვარაცხელია ლევან მჭედლიძეს დაეწია, ქართველი ფეხბურთელებიდან უფრო მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძეს აქვს გატანილი, მაგრამ ხვიჩა დიდი ალბათობით, მას ამ სეზონშივე გადაასწრებს.

0.112783