ფეხბურთი

18:58 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა“ “ესპანიოლთან“ თამაში მოატრიალა და 3 ქულა მოიპოვა

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „რეალ მადრიდმა“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლი“ მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.



„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მატჩი მასპინძლებისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო, რადგან მე-8 წუთზე ანგარიში ხოსელუმ გახსნა და კატალონიელები დააწინაურა.

„სამეფო კლუბი“ გონს მალევე მოეგო და 22-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა, 39-ე წუთზე კი ედერ მილიტაომ მადრიდელები დააწინაურა.

ამის შემდგომ „ესპანიოლს“ ბევრი მომენტი არ ჰქონია, შეხვედრის ბოლოს კი ცვლილებაზე გამოსულმა მარკო ასენსიომაც მოახერხა გოლის გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

„რეალ მადრიდმა“ ამ გამარჯვების შემდგომ 56 ქულა დააგროვა და ლიდერ „ბარსელონას“ მიუახლოვდა, თუმცა კატალონიელებს თავიანთი მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ. მომდევნო მატჩი კი უკვე „ელ კლასიკოა“, რომელიც 19 მარტს შედგება.

„ესპანიოლმა“ სეზონში მე-10 მარცხი განიცადა და 27 ქულით მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები 18 მარტს, „სელტას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

„რეალ მადრიდი“ – „ესპანიოლი“ 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 ხოსელუ (8), 1:1 ვინისიუს ჟუნიორი (22), 2:1 ედერ მილიტაო (39), 3:1 ასენსიო (93)

0.11987