ფეხბურთი

18:30 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერთან" 7:0-ის შემდეგ "ლივერპული" ბოლოადგილოსანთან დამარცხდა

„ლივერპული“ ძალიან არასტაბილურია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. იურგენ კლოპის გუნდმა ერთი კვირის წინ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 7:0 გააცამტვერა, მაგრამ ახლა ბოლოადგილოსან „ბორნმუთთან“ დამარცხდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 28-ე წუთზე ფილიპ ბილინგმა გაიტანა. „წითლები“ საკუთარ თავს არ ჰგავდნენ და ბევრი საგოლე მომენტი ვერც შექმნეს. ყველაზე ახლოს გოლთან 69-ე წუთზე იყვნენ, მაგრამ მოჰამედ სალაჰმა პენალტი საშინლად დაარტყა და ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. ამრიგად „ლივერპული“ 0:1 დამარცხდა. გავიხსენოთ ისიც, რომ პირველ წრეში კლოპის გუნდმა „ბორნმუთი“ 9:0 გაანადგურა, მაგრამ ახლა უქულოდ დარჩა.

„ლივერპული“ 42 ქულით ისევ მეხუთე ადგილზეა, ეს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კლოპის გუნდისთვის მერვე წაგება იყო. „ბორნმუთმა“ კი ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვა და მეოცე ადგილიდან მე-16 პოზიციამდე აინაცვლა.

„ბორნმუთი“ – „ლივერპული“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბილინგი (28)

0.120556