საქართველოს 19-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები, რომელიც კონტინენტთაშორის თასზე ასპარეზობს ორი გამარჯვების შემდომ გვადელუპეს დაუპირისპირდა და პირველად დამარცხდა.
ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის მესამე მატჩი ანგარიშით 29:33 წააგეს. სამი ტურის შემდგომ, ჩვენი გუნდს 4 ქულა აქვს და ინარჩუნებს ტურნირის მოგების შანსებს.
კონტინენტთაშორის თასზე წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირის გამარჯვებული ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 2023 წლის 2-დან 13 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
უკვე ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები წარმატების შემთხვევაში F ჯგუფში, ნორვეგიის, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროსთან ერთად ითამაშებს.
შემდეგ შეხვედრას გიორგი გვაზავას გუნდი 12 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე ნიგერიის წინააღმდეგ გამართავს.