„ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილმა იტალიელმა მწერალმა რობერტო სავიანომ შეაქო.
მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა კვარას შესახებ, რომელმაც „აგენტების კანონპროექტის“ შესახებ პოზიცია სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა. სავიანო წერს, რომ ამის შემდეგ კვარაცხელიას ის კიდევ უფრო მეტად შეიყვარებს, რადგან აჩვენა, რომ არა მარტო მოედანზე, არამედ მოედანს მიღმაც საოცარი ადამიანია.
„საქართველოს მომავალი ევროპაშია“ – „ამბობს კვარაცხელია, ჩემპიონი მოედანზე და მის ფარგლებს მითმა. კვარა იმ ქართველი დემონსტრანტების გვერდით დადგა, რომლებიც ევროპაში შესვლას ითხოვე და ეწინააღმდეგებიან კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსების მიერ იყო შემოთავაზებული. ეს კანონპროექტი ათასობის ქართველის პროტესტის წყალობით ამ დროისთვის გაუქმებულია.
კვარაცხელიამ ეს მესიჯი დაწერა და პუტინთან დაახლოებული ქართველი ოლიგარქების წინააღმდეგ პოზიცია დაიკავა. საქართველოში პოზიციის დაკავება ადვილი სულაც არ არის, მაგრამ კვარაცხელიას მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არაა. მან ყაზანის „რუბინი“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
კვარაცხელიამ არჩია არ იყო ნეიტრალიტეტის მონაწილე. ჩემს ირგვლივ ადამიანების უმეტესობა არ აფიქსირებს პოზიციას. მთავრობებით შეშინებული ბევრი ჟურნალისტი მინახავს, რომლებსაც ეშინიათ არ დაკარგონ კონტრაქტები და სივრცეები, მთავრობების ეშინიათ მწერლებს, სცენარისტებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, კაცები და ქალები ჩუმად არიან, უფრო სწორად თავს არიდებენ რომელიმე მხარის დაჭერას. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი.
თავის დროზე მაიკლ ჯორდანმა უარი თქვა ჰარვი განტის, შარლოტას ყოფილი აფროკამერიკელი მერის მხარდაჭერაზე. კვარასაც ჰქონდა გამბედაობა მოედნის მიღმა და მე, როგორც გულშემატკივარს შემიძლია კიდევ უფრო შევიყვარო „ნაპოლის“ ჩემპიონი, გულუხვი და არაჩვეულებრივი ადამიანი“, - დაწერა სავიანომ.
შეგახსენებთ, კვარაცხელია დაფიქსირებული პოზიციის გამო ლუჩანო სპალეტიმაც შეაქო, რომელმაც თქვა, რომ ამის გამო კვარაცხელია ტაშს უფრო მეტად იმსახურებს, ვიდრე გოლის გატანისთვის.