ფეხბურთი

13:00 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინოს დამატებით იტალიური კლუბების შემდეგ კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა

"ლივერპულის" თავდამსხმელი რობერტო ფირმინო სეზონის ბოლოს "წითლებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ბრაზილიელის დამატების სურვილი რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა.

Sport.es-ის ინფორმაციით 31 წლის ნახევარმცველმა შესაძლოა კარიერა კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელოს.

რობერტო ფირმინომ მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ბლაუგრანამდე" ფირმონოს დამატების სურვილი სამმა იტალიურმა კლუბმა - "მილანმა", "იუვენტუსმა" და "ინტერმა" გამოთქვეს, თუმცა სად გააგრძელებს ბრაზილიელი კარიერას - ეს ზაფხულში გახდება ცნობილი.

0.113983