გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურში „კარლსრუე“ „ჰამბურგს“ უმასპინძლებს (12 მარტს). მატჩის წინ გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძის შესახებაც ილაპარაკა.
მან ქართველი ფეხბურთელი შეაქო და თქვა, რომ ბუდუმ მათი მოლოდინი გაამართლა.
„მან აჩვენა ყველაფერი, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს და ჩვენი მოლოდინი გაამართლა. გუნდთან ადაპტაცია წარმატებული იყო. ზივზივაძე მაგონებს მის თანამემამულეს, რომელთან ერთად ვთამაშობდი (ალექსანდრე იაშვილი - რედ). მან გაიცნო ჩვენი სათამაშო სტილი, ამისთვის დრო მივეცით და იპოვა სათამაშო რიტმი. თავდასხმაში ახალ ვარიანტებს გვაძლევს. მომდევნო რამდენიმე კვირა გვიჩვენებს, რამდენი სათამაშო დროის გატარება შეუძლია მოედანზე. გუნდისთვის კონკურენცია კარგია“, - თქვა აიხნერმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ იანვარში გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, რის გამოც დებიუტი მხოლოდ წინა ტურში „ჰანზასთან“ ჰქონდა, სადაც ბოლო 5 წუთი ითამაშა. „კარლსრუეს“ ზედიზედ 4 მატჩი აქვს მოგებული და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა.