სხვა

22:35 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკიუენმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

ავსტრალიელმა კეილი მაკიუენმა, სიდნეიში, შტატ ახალი სამხრეთ უელსის ღია ჩემპიონატზე ასპარეზობისას, 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 21 წლის მოცურავემ ფინიშს ორ წუთსა და 03.14 წამში მიაღწია და წინა რეკორდი, რომელიც ამერიკელ რეგან სმიტს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ჰქონდა დამყარებული, 0.21 წამით გააუმჯობესა.

სამი ოლიმპიური ოქროს (რომლებიც ტოკოში მოიპოვა) მფლობელს, მსოფლიო რეკორდი (57.45 წამი) 100 მეტრზე გულაღმა ცურვაშიც ეკუთვნის. მან ის ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრების შესარჩევ ტურნირზე, 2021 წელს დაამყარა.

„ოლიმპიადის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სასტარტო ბლოკზე დადგომა ჩემთვის ძნელი იყო. მერე კი სპორტი თავიდან შემიყვარდა. და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბედნიერი მოცურავე, სწრაფი მოცურავეა. სავარჯიშო პროგრამაში არაფერი შემიცვლია. უბრალოდ, ახლა უფრო ბედნიერი ვარ“, - ამბობს მაკიუენი.

მან ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ოქრო, ავსტრალიის 4x100 მეტრზე შერეული სტილის ესტაფეტის გუნდთან ერთად მოიპოვა. დანარჩენ ორ ოქროს კი 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში დაეუფლა.

0.112455