ამერიკული გამოცემის New York Times-ის ჟურნალისტი რორი სმიტი ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუსთვის ჩავიდა. მას ქართველ ფეხბურთელზე კომენტარის გაკეთება ნეაპოლურ მედიასთან მოუწია და თქვა ხვიჩას მიმართ დადებითად ისაუბრა.
„ევროპაში ყველაზე გასაოცარი ფეხბურთელია. ევროპულ ფეხბურთში თითქმის არასდროსაა სიურპრიზები, მაგრამ კვარა განსხვავებული შემთხვევაა, ის ნამდვილი აღმოჩენაა. გასულ ზაფხულამდე პრაქტიკულად უცნობი ფეხბურთელი იყო და რამდენიმე თვეში მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების გულებში შეიჭრა. ასევე, მეტოქეებს მისი ეშინიათ და პატივს სცემენ. მომხიბლავი ისტორიაა, რომელიც შედგება ნიჭისა და კეთილშობილებისგან. ამას ემატება ნეაპოლელების მიერ ფეხბურთელის გაკულტება, მისი მეტსახელები - კვარავაჯო და კვარადონა“, - თქმა სმიტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.