სხვა

21:36 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ხელბურთელებმა ლიეტუვის ნაკრები დამაჯერებლად, 32:18 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა. 7 გოლი ნიკოლოზ კალანდაძის აქტივშია, 4 გიორგი დიხამინჯიას, ხოლო 3-3 ბურთი ირაკლი კბილაშვილმა და ერეკლე არსენიშვილმა მიითვალეს.

0.114118