ფეხბურთი

14:11 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე: “კვარაცხელია დონადონის მაგონებს“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო დი ნატალემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.



„სპალეტი წლების განმავლობაში იმსახურებდა ჩემპიონობას. ის „რომასაც“ შესანიშნავ ფეხბურთს ათამაშებდა. ყველა შეკრების დროს ბაკანში დეტალების შესასწავლად 12-13 საათს ატარებდა.“

„კვარაცხელიას ჩემპიონის თვისებები აქვს. მისი მოძრაობა და ბურთთან შეხება რობერტო დონადონის მაგონებს. ხალხი ყოველთვის უცხოელ ფეხბურთელებთან იწყებს შედარებას, თუმცა მითხარით რამდენ მათგანს ჰქონდა რობერტოს კლასი ან რამდენმა მოიგო ჩემპიონთა თასი და ლიგის ტიტულები მასსავით.“ - განაცხადა დი ნატალემ.

ანტონიო დი ნატალეს კარიერის დიდი ნაწილი „უდინეზეს“ მაისურით აქვს გატარებული, სადაც ჩატარებულ 385 მატჩში 191 გოლი გაიტანა. რაც შეეხება „ნაპოლის“, გუნდი 25 ტურის შემდგომ სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.

0.114263