ჩოგბურთი

13:17 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიდის მერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯოკოვიჩის ტურნირზე დაშვების თხოვნით წერილი მისწერა

ფლორიდის მერმა, რონ დესანტისმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ნოვაკ ჯოკოვიჩის მაიამის ტურნირზე დაშვების თაობაზე წერილი მისწერა.



როგორც მოგეხსენებათ, სერბ ჩოგბურთელს შეერთებულ შტატებში კოვიდის საწინააღმდეგო აცრის არქონის გამო არ უშვებენ, რაც მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროს აღშფოთებას იწვევს.

„უარყოფა არასამართლიანი, არამეცნიერული და მიუღებელია. მოვითხოვ, რომ გადაიფიქროთ. დროა პანდემიის პოლიტიკა გვერდით გადავდოთ და ამერიკელ ხალხს ის მივცეთ, რაც სურს - მივცეთ მას თამაშის საშუალება“ - დაწერა დესანტისმა ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში.

უკვე ცნობილი გახდა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის ტურნირს გამოტოვებს, მის ნაცვლად კი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს, რომელიც პირველ მატჩს დღეს ღამით, პედრო კაჩინის წინააღმდეგ გამართავს.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს, მას ამერიკის ღია პირველობის გამოტოვებაც ემუქრება. გარდა ამისა, თუ კარლოს ალკარასი, ან სტეფანოს ციციპასი „სანშაინ დაბლს“, ანუ ორივე ტურნირს მოიგებს, სერბი ჩოგბურთელი რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსსაც დაკარგავს.

0.132785