„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ფიფა გააკრიტიკა და ორგანიზაცია კორუფციაში დაადანაშაულა.
„რატომ უნდა იყოს კონტრაქტები ხუთწლიანი, რატომ არ შემიძლია რვაწლიანი ხელშეკრულების გაფორმება? რამდენიმე წლის შემდეგ, თუ მოთამაშე ცვლის აგენტს და ახალს ჯერ არ დაუწყია მუშაობა, იწყებენ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას.
გინახავთ Netflix-ზე სერიალი FIFA Uncovered (ფიფა გამოაშკარავდა)? მათ აჩვენეს, რას აკეთებს ფიფა ბოლო წლებში. მილიარდები მოიპარეს და ახლა შვეიცარიაში რჩებიან, ნებისმიერი ევროპული იურისდიქციის მიღმა. მათ არავინ აკონტროლებს.“ - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Corriere dello Sport.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატში 25 ტურის შემდეგ 65 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.