მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ ხოსე მარია გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია, რაც ესპანელს უთხრეს. ხოსე მარიამ თქვა, რომ კვარაცხელიას თავის მაისურს აჩუქებს.
„არ ვიცოდი, რომ კვარაცხელიას კუმირი ვიყავი. ხვიჩა, იმედი მაქვს, ერთ დღეს მადრიდის „რეალში“ გადახვალ. მანამდე კი ჩემს ავტოგრაფიან მაისურს გამოგიგზავნი, რომ კალმით 14 ნომრის დაწერა აღარ მოგიწიოს“, - თქვა El Chiringuito-ს ეთერში ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად ხოსე მარია გუტი და კრიშტიანუ რონალდუ მოსწონდა.