„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის შესაძლო ჩემპიონობაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ბევრია ისეთი ნეაპოლელი, რომლებიც იტალიის ჩემპიონობას არ მოსწრებიან, ამიტომ, სკუდეტოს მოგების შემთხვევაში შეიძლება ქალაქი გაგიჟდეს.
„33 წელი გავიდა ბოლო სკუდეტოდან, რომელიც „ნაპოლიმ“ მოიგო. დაფიქრდით, მას შემდეგ რამდენი ნეაპოლელი დაიბადა. მათ არ გამოუცდიათ ჩემპიონატის მოგების მღელვარება. სკუდეტოს მოგებამ შეიძლება ქალაქი გააგიჟოს და ტიტულის ზეიმზე შესაძლოა 2-3 მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A 1987 და 1990 წლებში აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 13 ტურია დარჩენილი.