ფეხბურთი

16:50 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: “რატომ არ შეიძლება კონტრაქტები 8-წლიანი იყოს?“

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ნეაპოლის ლუიჯი ვანვიტელის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:



„გჯერათ, რომ „ნაპოლის“ ფანი რომ არ ვიყო 19 წლის განმავლობაში ამ გუნდის პრეზიდენტი ვიქნებოდი? მეტსაც გეტყვით, მთლიანად ნეაპოლის გულშემატკივარი ვარ. ქალაქი ძალიან მომწონს და ჯერ კიდევ ვიბრძვი ნეაპოლის იმიჯისთვის მსოფლიოს გარშემო.“

„ყველამ იცით, რომ „ბარის“ მფლობელი ვარ. თუ ეს გუნდი სერია A-ში გადმოვა, მე მას გავყიდი, მაგრამ მხოლოდ იმას მივყიდი, ვინც იცის, თუ როგორ უნდა მართოს გუნდი ოსტატურად. მამაჩემი და ბიძაჩემი დიდებული მასწავლებლები იყვნენ. მე მათგან ვისწავლე ის, თუ როგორ იდებოდა მწერლებთან და სცენარისტებთან კონტრაქტები. სწორედ აქ ვისწავლე განსხვავება იმიჯის უფლებებისა და დამოკიდებულებითი ურთიერთობების კავშირს შორის, რაც საფეხბურთო სამყაროშიც ავსახე: ჩემი კონტრაქტები მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან მსახიობებისა და რეჟისორების კონტრაქტების სარკეს წარმოადგენს.“

„ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოთამაშეებს ზედმეტს ვუხდით, თუმცა მთავარი დამნაშავე პროკურორები არიან. რატომ უნდა იყოს კონტრაქტი მაქსიმუმ 5 წლიანი? რატომ არ შეიძლება ის 8 წელზე იყოს გათვლილი.“

„FIFA-მ და UEFA-მ მილიარდები მოიპარეს და სად არიან ისინი? ჟენევასა და ციურიხში, ნებისმიერი ტიპის ევროპული იურისდიქციის მიღმა. მათ არავინ აკონტროლებს. რაც შეეხება სუპერლიგის პროექტს, UEFA გენერალური სამდივნოს მსგავსად უნდა ოპერირებდეს. პირველ ჯერზე, ყველა ჩემპიონატის საუკეთესომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ტურნირში „ყველა ყველას წინააღმდეგ“ - განაცხადა დე ლაურენტისმა.

აურელიანო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ პრეზიდენტის პოსტს 2004 წლიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობის დროს კლუბმა იტალიის თასი 3-ჯერ, იტალიის სუპერთასი კი ერთხელ მოიგო. მიმდინარე სეზონში „პარტენოპეი“ შესანიშნავად გამოიყურება და დიდი შანსია, რომ სერია A-ს ტიტულსაც დაუეფლოს.

0.112837