ჩოგბურთი

11:22 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩის ნაცვლად ინდიან უელსის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს

სერბ ჩოგბურთელს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის არ ქონის გამო აშშ-ში შესვლის უფლება კვლავ არ მისცეს, მის ნაცვლად კი ინდიან უელსის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს.



აშშ-მ ქვეყანაში კოვიდ საწინააღმდეგო აცრის არ მქონე პირთათვის შესვლის უფლების მიცემა თავდაპირველად დააკანონა, თუმცა მოგვიანებით მაისამდე გადაავადა, რის გამოც ისე მოხდა, რომ საჩოგბურთო სამყაროს დიდი სურვილის მიუხედავად, ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის და მაიამის პრესტიჟულ ტურნირებს გამოტოვებს.

ინდიან უელსის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯოკოვიჩის ნაცვლად ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს.

იმ შემთხვევაში, თუ კარლოს ალკარასი, ან სტეფანოს ციციპასი ე.წ. „სანშაინ დაბლს“ შეასრულებენ, ანუ ინდიან უელსსა და მაიამის ტურნირებს მოიგებენ, სწორედ მათგან ერთ-ერთი გადავა რეიტინგის სათავეში და უკან ჩააჩოჩებს სერბ ჩოგბურთელს, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეზღუდვას კიდევ გაახანგრძლივებს, ამერიკის ღია პირველობის გამოტოვებაც მოუწევს.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს და შესანიშნავი შანსი მიიღო ახლა იმის, რომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე დაასრულოს.

0.116072