შეიცარიელმა მარკო ოდერმატმა შეერთებული შტატების სამთო კურორტ ასპენში გამართული, მსოფლიო თასის სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო და ამ ჩქაროსნულ სახეობაში, ბროლის გლობუსი გაინაღდა. მას ასევე ცოტაღა დარჩა ბროლის დიდი გლობუსის მოპოვებამდე.
ასპენის რბოლაში, მან ფინიშს წუთსა და 06.80 წამში მიაღწია და სულ რაღაც, 0.05 წამით აჯობა ავსტრიელ ანდრეას სანდერს, ვინც მსოფლიო თასზე პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ დაიკავა (ჩამორჩენა0.34 წამი), რომელმაც დაშვებაში უკვე გაინაღდა ბროლის გლობუსი.
სუპერ-გიგანტში ერთი რბოლაღა არის დარჩენილი, ოდერმატი კი 188 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს და შესაბამისად, მუღწეველია. ბოლო რბოლა ანდორის სოლდეუში გაიმართება.
25 წლის ოდერმატმა ახლახანს, საფრანგეთის კურშეველში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლები დაშვებასა და გიგანტურ ისლალომში მოიპოვა. შარშან კი, პეკინის ოლიმპიადაზე, ოქროს გიგანტურ სლალომში დაეუფლა. გასულ სეზონშივე, გიგანტურ სლალომში და აბსლუტურ ჩათვლაში ბროლის (პატარა და დიდი) გლობუსები მოიპოვა. აბსოლუტურში ამჟამად (სეზონის დასრულებამდე ხუთი რბოლაღა რჩება) 386 ქულას უგებს მეორეზე მყოფ კილდეს.