ფეხბურთი

0:20 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილი მაღალ ბურთებზე თამაშში დამაჯერებელი არ იყო"

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 24-ე ტურში „ბარსელონასთან“ 0:1 წააგო, გიორგი მამარდაშვილის კარში კი გოლი რაფინიამ გაიტანა. ესპანურმა მედიამ ქართველი მეკარის თამაში არცთუ დადებითად შეაფასა, რადგან გაშვებულ გოლში მისი დანაშაული დაინახეს.

„1:0-ზე ჩავარდა. არასწორად გაზომა მანძილი და ბურთზე სასოწარკვეთილი წავიდა. თავდაჯერებულობის აღდგენა გაუჭირდა და ხელიდან კიდევ ერთი მაღალი ბურთი გაუვარდა, რომელიც კუთხურით დასრულდა. ფერან ტორესს ჯარგი დარტყმა აუღო. ძელები მისი საუკეთესო მოკავშირე იყო, ტორესის პენალტისა და ანსუ ფატის დარტყმაზე“, - წერს As-ი.

გოლის მომენტში შეცდომაზე ყურადღებაზე სხვა საიტებმაც გაამახვილეს: „ირიბარის საპატივცემულოდ შავ მაისურში ითამაშა. ის არ იყო კარგი გოლის მომენტში, სადაც რაფინიამ აჯობა. დანარჩენი თამაში ნორმალური იყო“, - წერს Eldesmarque.

Superdeporte კი წერს: „შეცდომა „ბარსელონას“ გოლზე და სხვა საჰაერო ბურთებზეც არ იყო თავდაჯერებული“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 23 ქულით მე-19 ადგილზეა და 11 მარტს, „ოსასუნას“ შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ 62 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა, ხოლო 24 შეხვედრაში 28 გოლი გაუშვა.

0.110287