კალათბურთი

23:39 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 6 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიასთან“ 72:77 დამარცხდა.

ქართველ ცენტრს საკლუბო ასპარეზზე დაბრუნება არცთუ იდეალური გამოუვიდა: მან მხოლოდ 12:22 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 6 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. გიორგიმ 5 ფოლის მიღება მოასწრო, მსაჯებთან კამათის გამო კი მეოთხე პერიოდის დასაწყისში თამაშიდან გააძევეს.

„ლენოვო ტენერიფე“ 14 მოგებით და 6 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 მარტს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.

0.14377