ფეხბურთი

21:19 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსია“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ კატალონიელებმა მაინც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგეს.

გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა და ბურთი სამჯერ მოიგერია (სამჯერვე პირველ ტაიმში). თუმცა, ვერაფერს გახდა მე-15 წუთზე, როდესაც მას რაფინიამ გაუტანა. ბრაზილიელმა კარიდან გიორგის დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი კარში.

მეორე ტაიმში „ბარსას“ კარგი შანსი ჰქონდა უპირატესობის გასაზრდელად, მაგრამ 55-ე წუთზე ფერან ტორესმა პენალტი ვერ გაიტანა. დარტყმა გიორგის არ მოუგერიებია, ბურთი ძელს მოხვდა. ერთ წუთში „ვალენსია“ გოლისგან ძელმა კიდევ ერთხელ იხსნა, ამჯერად ანსუ ფატის დარტყმის შემდეგ. 59-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის რონალდ არაუხო გააძევეს, მაგრამ ჩავის გუნდმა რიცხობრივ უმცირესობაში ანგარიში მაინც შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ „ღამურებმა“ კარში ზუსტად პირველად 95-ე წუთზე დაარტყეს... ბუნებრივია, ასეთი თამაშის ფონზე „კამპ ნოუზე“ არწაგება რთულია.

„ვალენსია“ 23 ქულით მე-19 ადგილზეა და 11 მარტს, „ოსასუნას“ შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ 62 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა, ხოლო 24 შეხვედრაში 28 გოლი გაუშვა.

„ბარსელონა“ – „ვალენსია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 რაფინია (15)

0.138985