ბერგამოს „ატალანტას“ „ნაპოლისთან“ სერია A-ს უახლოეს ტურში შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობის სამი წევრი დააკლდეს.
ბერგამოელთა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ტეუნ კუპმაინერსმა ტრავმა ბოლო შეხვედრაში მიიღო. გარდა ამისა, დაზიანებები აქვთ ჯორჯო სკალვინისა და დავიდე ძაპაკოსტას.
სამივე ფეხბურთელი „ატალანტასთვის“ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს და მათ გარეშე „ნაპოლისთან“ თამაში ადვილი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩი 11 მარტს გაიმართება.