გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად როსტოკის „ჰანზა“ 2:0 დაამარცხა, ქართველ ფეხბურთელს კი დებიუტი ჰქონდა.
ზივზივაძემ იანვარში გადავიდა გერმანულ გუნდში, მაგრამ აქამდე მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რადგან მუხლის ტრავმა ჰქონდა. ამჯერად კი ოფიციალური დებიუტი შედგა. ბუდუ მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.
„კარლსრუემ“ პირველივე ტაიმში გაუტანა მეტოქეს ორი გოლი და 2:0 იმარჯვა. ეს იყო კრისტიან აიხნერის გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე მოგება, რის შედეგადაც 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე აინაცვლა.
აქვე გეტყვით, რომ „კარლსრუე“ მომდევნო ტურში 12 მარტს, საკუთარ მოედანზე „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება.