ავსტრალიის A ლიგის მე-19 ტურში „მაკარატურმა“ „ბრისბენი“ 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ბაჩანა არაბულმა წვლილი გოლით შეიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა 61-ე წუთამდე ითამაშა და ანგარიშიც მან გახსნა, როდესაც მეტოქის კარი მე-14 წუთზე დალაშქრა. 29 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-12 შეხვედრაში მეოთხე გოლი მიითვალა, კონკრეტულად 2023 წელს კი პირველი.
„მაკარტური“ 24 ქულით მერვე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, „მარინერსის“ დაუპირისპირდება.