სხვა

1:15 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელა შიფრინმა ბროლის მეხუთე დიდი გლობუსი გაინღდა

ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის სეზონის ბოლომდე შვიდი რბოლა რჩება, მაგრამ ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, აბსოლუტურ კლასიფიკაციაში გამარჯვება უკვე გაინაღდა და კარიერაში ბროლის მეხუთე დიდ გლობუსს დაეუფლა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნორვეგიის კვიტფიელში გამართული დაშვების რბოლა მან მეხუთე ადგილზე დაასრულა. მას მსოფლიო თასზე 85 რბოლა აქვს მოგებული და ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის რეკორდამდე ერთი მოგებაღა აკლია. ბროლის დიდი გლობუსი კი მასზე ერთით მეტჯერ ლეგენდარულ ავსტრიელს, ანემარი მოზერ-პრიოლს აქვს მოპოვებული. ორივე სქესის მოთხილამურეებს შორის კი რეკორდსმენი ავსტრიელი მარსელ ჰირშერია, ვინც აბსოლუტურ ჩათვლაში თასი ზედიზედ რვაჯერ, 2012-19 წლებში მოიპოვა.

კვიტფიელის დაშვება ადგილობრივმა კაისა ვიკჰოფ ლიმ მოიგო, ვინც პირველი ნორვეგიელი ქალი მოთხილამურეა, მსოფლიო თასზე დაშვების რბოლა რომ მოიგო. მან 0.29 წამით აჯობა იტალიელ სოფია გოჯას, ვინც ამ მეორე ადგილით, დაშვებაში ბროლის მცირე გლობუსი გაინაღდა. ეს ამ ჩქაროსნულ დისციპლინაში მისი მეოთხე თასია.

მესამე ადგილს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი, შვეიცარიელი კორინ სუტერი.

0.120255