დღეს, 4 მარტს, პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში, ლიდერმა „არსენალმა“ „ბორნმუთს“ (3:2) მოუგო. თუმცა 0:2 აგებდა. „მეთოფეებმა“ პირველი გოლი თამაშის მე-10 წამზე გაუშვეს (სტუმართა ნახევარმცველმა, ფილიპ ბილინგმა გაიტანა).
სტატისტიკური პორტალი Opta Sport გვამცნობს, რომ ეს მეორე ყველაზე სწრაფი გოლი იყო ინგლისის ჩემპიონატების ისტორიაში.
პრემიერლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი 2019 წლის აპრილში გავიდა, როდესაც „საუთჰემპტონის“ თავდამსხმელმა, შეინ ლონგმა ბურთი „უოტფორდს“ მერვე წამზე გაუტანა.
შეხვედრის დროს „მეთოფეებმა“ კიდევ ერთი გოლი გაუშვეს, მაგრამ არა მარტო გათანაბრება, გამარჯვებაც შეძლეს. გადამწყვეტი ბურთი დამატებულ წუთებზე რეის ნელსონმა გაიტანა.