ფეხბურთი

17:10 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის დებიუტი "კარაგუმრუკში, ანდრეა პირლომ მას მატჩის ბოლო წუთები დაუთმო

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს „კარაგუმრუკში“ დებიუტი ჰქონდა. თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში სტამბოლელებმა „სივასსპორი“ 4:3 დაამარცხეს.

„კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ანდრეა პირლოა, რომელმაც საბა თამაშში 84-ე წუთზე იტალიელი ნახევარმცველის, ფაბიო ბორინის ნაცვლად ჩართო. იმ დროისთვის მისი გუნდი 4:1-ს იგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 2 გოლი გაუშვა და 4:3 იმარჯვა.

მოგეხსენებათ, ლობჟანიძე „კარაგუმრუკს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით მას შემდეგ შეუერთდა, რაც „ჰატაისპორი“ მიწისძვრის გამო სეზონს ჩაეხსნა. სავარაუდოდ, ქართველი ზაფხულში ანტაკიელთა რიგებში დაბრუნდება. 28 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„კარაგუმრუკი“ თურქეთის სუპერლიგაში 22 თამაშში მოპოვებული 29 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მარტს, „გირესუნსპორს“ ესტუმრება. „კარაგუმრუკში“ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს: ფაბიო ბორინი, ანდრეა ბერტოლაჩი, ადემ ლიაიჩი, სოფიან ფეგული, მატეო რიჩი, დავიდე ბირასკი, ემილიანო ვივიანო - როგორც ხედავთ, თურქულ კლუბში ბევრი იტალიელი ირიცხება.

0.115374