ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია იტალიური მედია ავრცელებს.
შემთხვევა 2 მარტს მოხდა, როდესაც თბილისიდან ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში ჩარტერული რეისი განხორციელდა, რის შედეგადაც იტალიის სასაზღვრო პოლიციამ 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა (რომლის სახელ-გვარსაც ასაჯაროებენ).
Corriere Dello Sport-ი წერს, რომ მას 2012 წლის ოქტომბერში საბერძნეთის პოლიციამ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის. იტალიის პოლიციამ კი სწორედ საბერძნეთის პოლიციასთან ითანამშრომლა. ცნობილი ხდება ისიც, რომ მან პასპორტი ფრენამდე ერთი დღით ადრე აიღო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს 25-ე ტურში „ლაციოსთან“ 0:1 წააგო. ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას გამო იტალიური კლუბის მატჩებს მიმდინარე სეზონში ყოველთვის ესწრებიან.