სანდრო ბაზაძემ პადოვას მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. FIE-ს რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავემ, ნახევარფინალი მასპინძელ მიკელე გალოსთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დათმო შეხვედრა და მესამე ადგილზე გავიდა.
მანამდე სანდრომ ნახევარფინალში გერმანელი მატიას საბო 15:14 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში ბაზაძე 5:14 მარცხდებოდა, მაგრამ ზედიზედ 10 ქულა აიღო და მეტოქეს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ფარიკაობაში ნახევარფინალში გასვლა ავტომატურად მედალს უდრის.