ფეხბურთი

22:10 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ქამბექი "საბურთალოსთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური ბათუმში გაიხსნა, სადაც „დინამო ბათუმმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გია გეგუჩაძის გუნდმა ცუდად ჩაატარა, კარშიც ვერ დაარტყა და წააგო. 32-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა ანგარიში გახსნა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე თამაში სრულიად შეიცვალა, ბათუმელებმა საწყის 15 წუთში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და იმარჯვეს.

ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გაათანაბრა, ირაკლი ბიძინაშვილმა მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო ჯოვინო ფლამარიონმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.

„დინამო ბათუმმა“ ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და ლიდერია, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, გორის „დილას“ შეხვდება. „საბურთალოს“ ორ ტურში ერთი ქულა აქვს, წინ კი „შუქურასთან“ დაპირისპირება ელოდება.

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (32), 1:1 კაპანაძე (49), 2:1 ბიძინაშვილი (56), 3:1 ჯოვინო (60)

0.133852