„პარი სენ ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნთან“ ნეიმარის გარეშე ითამაშებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდს გამოტოვებს.
ინფორმაცია დაადასტურა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ.
„ნეიმარი მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია“, - აღნიშნა პარიზელთა თავკაცმა.
ამრიგად, ნეიმარი პსჟ-ს „ნანტისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ის ტრავმირებული 19 თებერვლიდანაა.
პსჟ-მ „ბაიერნთან“ პირველი თამაში შინ 0:1 წააგო. ნეიმარის აქტივში კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა, 17-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.