ფეხბურთი

0:36 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია გამოჯანმრთელდა და ითამაშა, "ანორთოსისი" თასიდან გავარდა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გამოჯანმრთელდა და სამკვირიანი უქმობის შემდეგ ითამაშა. კვიპროსის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ანორთოსისი“ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ შინ დაუზავდა (1:1), ლორიამ კი შეუცვლელად ითამაშა.

გიორგიმ ტრავმა 9 თებერვალს მიიღო და მას შემდეგ პირველად ითამაშა. ეს კარგი სიახლეა, რადგან სანაკრებო მატჩები ახლოვდება.

„ანორთოსისს“ პირველი შეხვედრა სტუმრად წაგებული ჰქონდა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ლორიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი აქვს ჩატარებული. საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში, ხოლო 28 მარტს ნორვეგიას ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდება.

0.11465