ავტოსპორტი

0:03 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტროლი ბაჰრეინში ასპარეზობას შეძლებს

კანადელი ლანს სტროლი ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაში მონაწილეობისთვის მზადაა. ის ამბობს, რომ ესპანეთში, ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაეცა და მარჯვენა მაჯის ძვლები მოიტეხა. ამის გამო, 11 დღის წინათ მცირე ოპერაცია გაუკეთეს და მაჯაში ფირფიტები ჩაუდგეს. თუმცა კანადელი ირწმუნება, რომ რბოლისთვის სრულ მზადყოფნაშია.

სტროლს მარცხენა მაჯაც დაუშავდა, მაგრამ ბაჰრეინში ჩასულმა, ექიმებისგან რბოლაში მონაწილეობის ნებართვა მიიღო.

„ტკივილები მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ისეთი არაფერია, რაც ადრე არ ყოფილა. პროფესიონალ ათლეტებს სხვა სპორტებშიც აქვთ გარკვეული დისკომფორტი. მე რომ ვგრძნობდე, რომ ზედმეტ რისკზე მივდივარ და ჩემი ძვლები ამისთვის მზად არაა, ამას არ გავაკეთებდი“, - ამბობს სტროლი, ვინც ბაჰრეინის წინ, გუნდის სიმულატორით ივარჯიშა.

სტროლმა ახალი ავტომობილით (AMR23) სილვერსტოუნზე მხოლოდ 17 წრის გავლა მოასწრო და მასთან მეტი შეხება აღარ ჰქონია. მისი არყოფნსას, ბაჰრეინის წინასასეზონო ტესტებში, მონაწილეობა „ასტონ მარტინის“ ბრაზილიელმა სარეზერვო პილოტმა, ფელიპე დრუგოვიჩმა მიიღო. ის მზად იყო, სტროლი სეზონის პირველ ეტაპზეც შეეცვალა.

0.109076