ფეხბურთი

16:52 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დიჟონის" მცველი: "ბორდოსთან" მატჩში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დავითაშვილმა დატოვა"

ფრანგული „დიჟონის“ გამოცდილმა მცველმა დანიელ კონგრიმ, რომელსაც ლიგა 1-ში თითქმის 500 მატჩამდე აქვს ჩატარებული, თქვა, რომ „ბორდოდან“ მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ზურიკო დავითაშვილმა მოახდინა.

„დიახ, ზურიკო დავითაშვილი, მან მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, როდესაც „ბორდოს“ ვეთამაშეთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, თავისი აქტიურობით, ის ყოველთვის ითხოვს ბურთს, კარისკენ ურტყამს, ყოველთვის გუნდისთვის ხელმისაწვდომია, თამაშს კარგად გრძნობს“, - თქვა კონგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ჟირონდული გუნდი ლიგა 2-ში 45 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.

0.113301