1 მარტს გაიმართა ავტოსპორტში საქართველოს ოფიციალური ვირტუალური ჩემპიონატის მეორე ეტაპი. მრბოლელები ერთმანეთს ნურბურგრინგის ავტოდრომზე დაუპირისპირდნენ. კვალიფიკაცია ზედიზედ მეორედ არჩილ ციმაკურიძემ მოიგო, მეორე ადგილიდან კი სტარტი ჩემპიონატის დებიუტანტმა, ივანე მამაცაშვილმა აიღო, ორივე მათგანი Ferrari 488 GT3-ით ასპარეზობს.
სტარტის პროცედურის დარღვევისთვის ორივე ლიდერმა ჯარიმა მიიღო, რითაც მესამეადგილოსანმა, სანდრო თავართქილაძემ ისარგებლა და დაწინაურდა. მიშო ცისკარიძის მხრიდან პრესინგის მიუხედავად BMW M3 GT3 ავტომობილით მოასპარეზე მოქმედმა ჩემპიონმა ლიდერობა რბოლის ბოლომდე შეინარჩუნა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
წარმატებული აღმოჩნდა რბოლა ცისკარიძისთვისაც, რომელიც Aston Martin V8 Vantage-ით ასპარეზობს. პირველ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებას მიშომ კიდევ ერთი პოდიუმი დაუმატა და საერთო ჩათვლაში ლიდერობა შეინარჩუნა. მესამე ადგილზე გერმან ბუხალცევი გავიდა, ასევე Aston Martin V8 Vantage-ით.
ჩემპიონატი კომპანია სიმულექს რეისიგნის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით ტარდება. ტურნირზე თვალის მიდევნება შეგიძლიათ სიმულექს რეისინგის Facebook გვერდზე და YouTube არხზე.
რბოლის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე 2023 Georgian Sim Racing Championship by Simulexe - Stage 2, Nurburgring Grand Prix - YouTube