ფეხბურთი

11:49 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგზაურობა ყოველთვის მხიბლავს“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგზაურობა ყოველთვის მხიბლავს. მინდა ვითამაშო და სიამოვნება მივიღო მოედანზე. ეს შესანიშნავი გრძნობაა და ამიტომ ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს - იყვნენ გაბედულები.

ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს. ამიტომ მოედანზე გასამარჯვებლად გავალთ.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა დღეს, 2 მარტს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.118034