ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ დიდი პორიზების ცირკი საუკეთესო ფორმაშია, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ გასულ სეზონში, 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ფორმულა 1-ის მფლობელმა „ლიბერტი მედიამ“ საკუთარი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში, შემოსავალმა 626 მილიონ სტერლინგს (754 მილიონ დოლარს) მიაღწია. ეს წინა წლის შემოსავალზე 4 პროცენტით ნაკლებია. თუმცა ეს იმით აიხსნება, რომ შარშან აღნიშნულ პერიოდში ექვსი რბოლა ჩატარდა, ერთით ნაკლები, ვიდრე წინა წელს.
წლის განმავლობაში, ფორმულა 1-ის შემოსავალი 20 პროცენტით გაიზარდა. საბოლოოდ, თავისი შემოსავლებიდან „ლიბერტი მედიამ“ ჩემპიონატის მონაწილე 10 გუნდს 964 მილიონი სტერლინგი (1.16 მილიარდი დოლარი) გადაუხადა.
დომენიკალის თქმით, შარშან რბოლებს ჯამში 5.7 მილიონი ადამიანი დაესწრო და ამ რიცხვის კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი, რადგან რამდენიმე რბოლაზე ბილეთები უკვე სრულად არის გაყიდული. გარდა ამისა, იზრდება ტელე და ინტერნეტ აუდიენციის რაოდენობა.
2022 წელს რბოლებს ჯამში 1.54 მილიარდი ტელემაყურებელი ჰყავდა. ყოველ რბოლას საშუალოდ 70 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. 36 პროცენტით გაიზარდა ტელემაყურებლების რიცხვი შეერთებულ შტატებში. ტელემაყურებლების რიცხვის 22 და 20 პროცენტიანი ზრდაა იტალიასა და ავსტრალიაში.