ბაჰრეინში 5 მარტს სტარტს აიღებს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2023 წლის სეზონი. ეს იქნება პირველი ჩემპიონატი, რომლის კალენდარშიც 23 რბოლა შევა. ის ბაჰრეინში დაიწყება და აბუ დაბიში, 26 ნოემბერს დასრულდება.
ამერიკის შეერთებული შტატები სამ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად ჩატარდება ლას ვეგასის დიდი პრიზი. კალენდარში კვლავ არ შევიდა ჩინეთის და საფრანგეთის ეტაპები. ბრუნდება კატარი, სადაც რბოლა პირველად 2021 წელს ჩატარდა.
ექვს ეტაპზე, სპრინტ რბოლებიც ჩატარდება. ესენია აზერბაიჯანის, ავსტრიის, ბელგიის, კატარის, ოსტინის (აშშ) და ბრაზილიის ეტაპები.
ფორმულა 1-ის 2023 წლის კალენდარი
5 მარტი - ბაჰრეინი
19 მარტი - საუდის არაბეთი
2 აპრილი - ავსტრალია
30 აპრილი - აზერბაიჯანი
7 მაისი - მაიამი (აშშ)
21 მაისი - ემილია რომანია (იმოლა)
28 მაისი - მონაკო
4 ივნისი - ესპანეთი
18 ივნისი - კანადა
2 ივლისი - ავსტრია
9 ივლისი - ბრიტანეთი
23 ივლისი - უნგრეთი
30 ივლისი - ბელგია
27 აგვისტო - ჰოლანდია
3 სექტემბერი - იტალია
17 სექტემბერი - სინგაპური
24 სექტემბერი - იაპონია
8 ოქტომბერი - კატარი
22 ოქტომბერი - ოსტინი (აშშ)
29 ოქტომბერი - მექსიკა
5 ნოემბერი - ბრაზილია
18 ნოემბერი - ლას ვეგასი (აშშ)
26 ნოემბერი - აბუ დაბი