ფეხბურთი

18:17 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" მონტენეგროელი მცველი დაიმატა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ მონტენეგროელი ფეხბურთელი საშა ბალიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

33 წლის ცენტრალურმა მცველმა აჭარულ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით.

საშა ბალიჩი ბოლოს პოლონურ „კორონაში“ თამაშობდა, მანამდე კი „ზაგლების“, „კლუჟის“, „სარაევოს“, ზაპოროჟიეს „მეტალურგის“, „კრივბასის“, ხორვატული „ინტერის“ და სერბული ოფკ-ს წევრი იყო. მას მონტენეგროს ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.130458